saqarTvelos qvabulebi - TianeTis qvabuli

 

ივრის ხეობის გაფართოებული მონაკვეთი დაბა თიანეთის მიდამოებში. შესაზღვრულია კახეთისა (აღმოსავლეთი) და ქართლის (დასავლეთი) ქედებითა და მათი შტოქედებით, რომლებიც ვრცელდება ზღვის დონიდან 1700 მ. ქვაბულის ფსკერი ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, აგებულია ალუვიურ-პროლუვიური მასალით, რომლის სისქე რამდენიმე ასეულ მეტრს უდრის, გასდევს მდ. იორს და მის შენაკადებს ქუსნოსა და საგამს. დაბა თიანეთთან ქვაბულის ფსკერის სიგრძეა 17 კმ, სიგანე 3-5 ჯმ. თიანეთის ქვაბულის ფერდობები აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით, დანაწევრებულია ხევებით.

თიანეთის ქვაბული მთლიანად შემოსილი იყო შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. ამჟამად მხოლოდ ფერდობებზეა შემორჩენილი. ქვაბულის ფსკერი კულტურულ მცენარეულობას უჭირავს. ადგილ-ადგილ გვხვდება მეორეული მდელო-ბუჩქნარი.